0

მარტის კატასავით ატეხილი

იხმარება იმ ხალხთან მიმართებაში ვისაც სექსის წყურვილი კლავს (ისევე, როგორც კატას მარტში).

- რა მარტის კატასავით ხარ ატეხილი.

0

ქინძი ვიყო

იხმარება სიტუაციებში, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და დაგინება არ გეკადრება.

- მანდ სისხლის ღვრა იქნება.
- ხო ალბათ იქნება.
- სტო პრო იქნება ქინძი ვიყო.

0

დედის მუტელი და ოთხი კილო პეჩენია

ერთგვარი გინება ისეთ სიტუაციაში, როდესაც ტელეფონი ჩაგივარდება მდინარეში და გიწევს მძღნერივით ტივტივი, რომ იპოვო, ამ დროს კი ვიღაც აცუნდრუკებული გოგოები დაგცინიან.

- ბიჭო მგონი ესენი მგონი შენ გეღადავებიან.
- დედის მუტელი და ოთხი კილო პეჩენია.

1

37 მანეთი

ღიპიანი ბიძიების გადმოცემული ლეგენდის თანახმად 37 მანეთი არის თანხა, რომლითაც საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ვაჟკაცს შეეძლო მოსკოვში გადაფრენა, გულაობა და გადმოფრენა.

აფსუს რა ქვეყანა დაანგრიეს. 37 მანეთად გადაფრინდებოდი მოსკოვში იგულავებდი და გადმოფრინდებოდი.