12.03.2018
იმირომტომ
ფრაზა ანიმაციური ფილმიდან "სასტუმრო ტრანსილვანია 2". ამბობს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ღამურისებრ არსებას ყავს აყვანილი და ემუქრება. ამ ფრაზას უფრო ხშირად ბავშვები იყენებენ. იგი ვირუსივით მოედო მთელ საქართველოს. ამ ფრაზის გამგონი ხალხი იყოფიან სამ ნაწილად: 1. ამ ფრაზის გაგონებაზე იცინიან; 2. ამ ფრაზის გაგონებაზე ღიზიანდებიან; 3. დასცინის ორივე მხარეს და თავიანთი თავები მაგრები გამოყავთ.
მასწავლებლის და მოსწავლის დიალოგი:
-რატომ არ დაწერ დავალებას?
-იმირომტომ ბაბუა დრაკს ეწყინება!
და ამ დროს მთელი კლასი იცინის.