0

ხაში

ძვლის ნახარში, რომელსაც რატომღაც, აუცილებლად დილის საათებში მიირთმევენ. წინადადებებში გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი პირი სთხოვს მეორეს, რაიმეს გაკეთებას დილის საათებში.

-ხვალ 8-ის ნახევარზე გამყევი საავადმყოფოში.
- 8-ის ნახევარზე რა, ხაშია?

1

ამიხსენი

სიტყვა, რომელსაც პირები მიმართავენ ერთმანეთს "ბაზარის" დროს, რაიმე უცხო სიტყვის განსამარტად. არ აგერიოთ თოკის, ან ძაფის შეხსნასთან.

-ეს რა საქციელი იყო ბრატ?
-საქციელი რას ნიშნავს, ამიხსენი