Tsotne Babunashvili (1 ქულა)
ყველაზე მისტიკური სიტყვა ქართულ ენაში, რომელთანაც მრავალი პარანორმალური მოვლენაა დაკავშირებული. მისთვის ერთგვარ "ბერმუდის სამკუთხედს" წარმოადგენს ნებისმიერი სილამაზის სალონი, აღნიშნულ დაწესებულებებში არ ვრცელდება მისი ძალაუფლება.
- ცოტა შევამოკლოთ
ხშირ შემთხვევაში წარმოსახვითი დაწესებულება, რომელსაც კაი ბიჭები, ბირჟის მბრძანებლები და სხვა საეჭვო წარსულისა და აწმყოს მქონე მამრები იყენებენ ნაცნობი ადამიანებისთვის ფულის კულტურულად გამოძალვისთვის.
ძმაკაცის ბებია დავალომბარდეთ და 50 ლარიანი ხოარაგაქვს ზეგამდე?
ახლო წარსულში საქართველოში გავრცელებული ფრაზა, რომელსაც ძირითადად 22 წლამდე მამრები იყენებდნენ თავიანთი პერსონალური კომპიუტერის ხარისხის ხაზ-გასასმელად.
"პენტიუმ 5-ა 6-ის ნავაროტკებით"
საგზაო მოძრაობის გადატვირთულობით გაღიზიანებული მძღოლების მიერ გამოყენებადი ფრაზა, რითაც ხაზი ესმება აღნიშნული პრობლემის ასეთი მასშტაბებით გამოვლინებისთვის შეუფერებელ ადგილმდებარეობას
ახლა გახდა პარიზი
ფრაზა, რომელიც გამოიყენება უიმედო, არგუმენტ-შემოცლილი და კამათში უკვე გა**ისძირებული და განწირული ადამიანის მიერ, ატარებს ბოლო იმედის ხასიათს.
შენ სულ მართალი როგორ ხარ?