1

მეცადინეობა

ტელევიზორის ყურების, კომპიუტერზე თამაშისა და ჭამის ერთობლივი აქტი სადმე გვერდზე გადაშლილი წიგნებისა და რვეულების არსებობისას.

- არ მცალია გასართობად, "სამეცადინო" მაქვს.

0

იდიოტური ღიმილი

"ჰო, მართალია"-ს ნიშნად სახის კუნთების მიძრაობა, გამოწვეული ჩვენდამი მომართული სიტყვებით, რომლებიც უკვე მინიმუ მე-3-ჯერ დავაზუსტებინეთ ადამიანს და მაინც აზრზე არ ვართ რა თქვა, თავიდან კითხვა ტეხავს, ხოლო რეაგირება რაღაცნაირად საჭიროა.

- ..........................
- :)

0

ორშაბათი

ჯადოსნური დღე, რომლის დადგომის შემდეგაც წყდება ყველა პრობლემა, იცვლება ცხოვრება, იწყება დიეტა, მეცადინეობა, მეტი მუშაობა, 8 საათი ძილი, საქმეების მოგვარება, დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, პრობლემის გადაწყვეტა და ა.შ.

- აი ორშაბათიდან უეჭველი!

0

პრაზნიკები

წელიწადის ის რამდენიმე გამორჩეული დღე, რომლებზეც საზოგადო ტრანსპორტის ქართველ მომხმარებელთა 80% ბანაობს.
შენიშვნა: წელიწადის სხვა დღეებში მათ ეს ქცევა არ ახასიათებთ.

- ფუ რა იყო მარტო პრაზნიკებზე ბანაობ?!

0

ტაშაყლარი

ქართული ხალხური ტაშ-ფანდური სიმღერები. გვხვდება მეზობლის ოთხივე კარგაღებულ, კარგად შეკრულ ოპელ ვექტრაში, ეზოში, სასტავის გასაოცებლად. ძირითადად გია სურამელაშვილისა და ნინო ჩხეიძის სტილი.

- გუშინ ქორწილში ვიყავით და სულ ტაშაყლარებზე ვიცეკვეთ

0

დაპაჩინკება

პატარაზე ამძვრალ ლაკზე რომ ახალ ფენას გადაისვამ ძველი ფენის მოშორების გარეშე.

.