0

შაშტაკოლა

ეს სიტყვა გამოიყენება ყველასთვის ცნობილი სიტყვის ყ*ის თავიდან აცილების მიზნით და დაახლოებით იგივე შინაარსისაა, უბრალოდ ნაკლებადაა გავრცელებული .

-ნეტა შენ რა ჩემი შაშტაკოლა იცი ?!

0

სიფთაზე მოასწარი ?

ეს კითხვა აქტუალურია იმ შემთხვევაში როცა რომელიმე მოსაუბრე ალოგიკურ და არასწორ აზრს გამოთქვამს .

-კათარზისში ხო არ წავსულიყავით ?
(მესამე პირს)
- ამან სიფთაზე მოასწრო უეჭველი.

0

ყომარი

იგივე თამაში, ფეხბურთის, კალათბურთის, კარტის ან სხვათა. თამაში ამ სიტყვით უფრო ძველურ იერს იღებს .

საღამოს გაიჩითე და ჯოკერი ვიყომაროთ ბრატ.

0

მე რო შენი ტოლი ვიყავი

გამოიყენება უფროსი თაობის მიერ, ძირითადად ნასვამი ადამიანებისაგან უმცროსი ახალგაზდისადმი რომელსაც მაგრად კიდია ბალი ათი შაური .

მე რო შენი ტოლი ვიყავი ეგრე არ ხდებოდა ჩვენ სხვა გაგება გვქონდა ბრატუხა .

0

ვასია

მოქმედებს ძირითადად შავ-ბნელ საზოგადოებაში, მიემართება ძირითადად უცხო ადამიანებს .

ოე ვასია მოიწია აქეთ