ძაღლი არ გაიგდება
გამოიყენება ინფორმაციის მისაწოდებლად მეორე პირისთვის ძლიერი ატმოსფერული ნალექების შესახებ მათ ახლობლად
გარეთ გაიხედე ძაღლი არ გაიგდება
გამოიყენება ინფორმაციის მისაწოდებლად მეორე პირისთვის ძლიერი ატმოსფერული ნალექების შესახებ მათ ახლობლად
გარეთ გაიხედე ძაღლი არ გაიგდება
ერთი შეხედვით არაადეკვატური კითხვა იმ ადამიანის მიმართ ვისაც ნამდვილად ხედავ, რომ მოსულია, თუმცა კითხვა ძირითადად იხმარება დიალოგის დასაწყებად
მოხვედი?
აღნიშნავს სასიამოვნო გაკვირვებას
ვაა ჩემი კაი ნიკალაი
ფრაზა ძირითადად იხმარება დაბნეული ადამიანის მიმართულებით, რომელიც რაღაცის თქმას ლამობს და ეს ყოველივე უჭირს. კითხვის მიზანია გააგებინოს ობიექტს სუბიექტის დაღლის შესახებ
ჯობია ენა გამოყო და წავიკითხავ
ფრაზა იხმარება ადამიანის მიმართ, რომელიც რაიმე ქმედებას სიტუაციისა და გარემოებების შეუსაბამოდ აკეთებს სუბიექტის აზრით
ტყემალზე ხარ და ბალს ჭამ
აღნიშნავს ასაკით პატარა ადამიანის ძალზე დიდ მსაგვსებას თავის მამასთან. მთქმელი ხშირ შემთხვევაში ზემოთ ხსენებული მამის ახლო მეგობარი ეგრედწოდებული ძმაკაცია
შეხედე ამ მამამიფსმულს გამოხოხებული მამასია
იხმარება ასაკით პატარა პიროვნების მიმართ, ბიძა კაცის მხრიდან, რათა პატარამ მას, თავისი რეპროდუქციული სისტემა უჩვენოს
აბა თუ კაცი ხარ პასპორტი მაჩვენე
ფრაზა გამოხატავს აღშფოთებას ეგრედწოდებული დედაკაცის მხრიდან მასზე ახალგაზრდა გოგონას მიმართულებით, რომლის საქციელი ზემოთხსენებული მანდილოსნისათვის მიუღებელი და არაადეკვატურია. ძირითადად ფრაზა იხმარება, როდესაც გოგონას დედაკაცის აზრით მასთან შეუფერებელ ბიჭთან ერთად შეამჩნევენ ხოლმე.
დადის დატრიშინობს აქეთ იქით, ერთი მაგის ტვინში ჩამახედა რა
სიტყვათა მყარი შეთანხმება, რომელიც აღნიშნავს, ნაკლს, შავ ლაქას ცხოვრებაში და ა.შ გამოიყენება წინადედაბაში: ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს, აქ მამიდა გადატანითი მნიშვნელობით იხმარება და იგულისხმება, რომ ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს
ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს
ფრაზა აღნიშნავს ობიექტის გარდაცვალების დადასტურებულ ამბავს, იხმარება მეორე ობიექტის ინტერესის სფეროს დასაკმაყოფილებლად სუბიექტის მხრიდან
მას მიწამ პირი უყო