0

კისრამდე ფეხები

მდედრების ტანის მოყვანილობის ერთ-ერთი ფორმა. გამოიყენება ადრესატის ფიგურაზე დადებითი შთაბეჭდილების შესაქმნელად. რეალურად კი ასახავს რაღაც უპროპორციო -დედამო***ულ არსებას.

მაგ.: გოგოს კისრამდე ფეხები ქონდა

0

ფუნიკულიორიდან გამოქანება

ფუნიკულიორი ამ შემთხვევაში წარმოაჩენს ადგილს საიდანაც კარგი თავდაღმართია გამოსაქანებლად. ფრაზა გამოიყენება ვინმეს რადიკალური ცინიზმით დაუარებისას, გვხვდება ოდნავ განსხვავებულ კონტექსტებშიც.

-შენმა მეზობელმა დაგიბარა -მანქანა გადააყენოსო.
-უთხარი რომ გამოექანოს ფუნიკულიორიდან!

0

მამალი ბიჩოკი

გაჭირვებულ მწეველთა კლასიკა.სიგარეტის ნამწვის სახეობა. გამოირჩევა ზომით, სიგარეტის ნახევარზე ოდნავ ნაკლები. აუცილებელია უსიგარეტო გვერდით მყოფს "დაუტოვო" და ის მერე მოკლავს.

-არ გადააგდო, მამალი ბიჩოკია!

0

დალიე - გაიტანს

კარგის მსურველი მეგობრის მოწოდება, რომელიც გაჯერებს რომ 42 სიცხის, სურდოს, ხველების, ბრონხიტის, ალერგიის, მოტეხილობის, გასტრიტის და ნებისმიერი დაავადების პრევენცია შეიძლება ალკოჰოლის მიღებით.

-ძალიან ცუდად ვარ, გუშინ ნაღვლის ბუშტის შეტევა მქონდა.
-დალიე, გაიტანს !