0

პევეპე ბეთლი მოვცხოთ

ჩვეულ რითმაში მოქცეული ბილწსიტყვაობისა და დამამცირებელი ფრაზების ერთიანობა, რომელიც სრულიად განსხვავდება რეალური PVP-სგან. კერძოდ, ამ საქმიანობით დაკავებულნი არიან კერძო და საჯარო სკოლის 7-11 კლასელი ღლაბუცა ბიჭები დიდ შესვენებაზე.

-გავისროლე ტყვია, ჩემ ძმას მოხვდა, დაიჭრააააა... პრასტი ბრატ შენთვის არ მინდოდა

0

მურწყუ

ინტერნეტსივრცის აღმოჩენა, რომელსაც ყველა აბიტურიენტი “ხმარობს”. პირდაპირაც და ირიბადაც უკავშირდება საატესტატო გამოცდებს. განსაკუთრებით პოპულარულია მარტიდან მაისამდე.

-აუ მგონი ვიჭრები
-შანსი არაა მურწყუზე რამდენი რაღაც გავაკეთეთ

0

ნიკორა რას შვება, ხბო მოიგო?

სოციალურ ქსელში, კერძოდ ფეისბუქში დამკვიდრებული ტრადიცია, როდესაც შორეული ნათესავი შენს ფეშენ ფოტოზე გიკომენტარებს, სადაც მოიკითხავს სრულიად ოჯახს და ინტერესდება თქვენი საქმიანობით. (ძროხამ რაღა დააშავა ეგეც ოჯახის წევრია)

მანანა დეიდა როგორაა ბუასილი კიდევ აწუხებს?

0

გაფეტიშება

თბილისელი გამოსული გოგოს მიერ განხორციელებული ე.წ “სტალკისა” და “ქრაშობის” ერთიანობა წარმოსადეგი ჯეელი კახელის მიმართ, რომელსაც არც კი შეხვედრია.

-გოგო მგონი დემნა გავაფეტიშე
-აუ ხოო ძაან კაიტიპია

0

აქრაშება

რუსთაველისეული მიჯნურობის არაპირდაპირი სინონიმი. ახასიათებს ჰომინიდების გვარის თითქმის ყველა სახეობას. პლებეურ ენაზე აქრაშება ნიშნავს რისამე/ვისამე მოწონებას, თვალის დადგმას აღმატებით ხარისხში. გავრცელებულია უკონტროლო თინეიჯერთა შორის. სიმპტომები: თვალების გადაქაჩვა, მრავლობითი ქრაშები გულის არეში, მოუსვენარი ცქმუტვა.

-რა დაგემართა?
-მგონი ამექრაშა