0

ხინკალი არ მიყვარს

ორიგინალურობისა და ძაან მაგარ ტიპად წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. იმის სიძულვილი, რაც მოსახლეობის 99,99%-ს უყვარს, იწვევს საზოგადოების მომენტალურ გაკვირვებას. გამოიყენება ძირითადად სუშით ტლინკაობის მოყვარული გოგონების მიერ.

შენიშვნა: ფრაზა მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე

- ბავშვებო, რა ვქნათ?
- რავი წამო ხინკალი ვჭამოთ
- მე რო ხინკალი არ მიყვარს....?
(ოვაციები)

0

იმას მომყიდით?

რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ძირითადად აფთიაქში, თავდაცვითი სისტემის (ე.წ. პრეზერვატივის) შეძენის მიზნით ისმება. როგორც წესი, შეკითხვას მხოლოდ აფთიაქარის შეშმუშნული სახე და მყიდველისთვის სასურველი ობიექტის გადაცემა მოსდევს. ხელის სწრაფი მოძრაობით თანხის დახლზე დაყრის შემდეგ ხდება ლოკაციის მომენტალურად დატოვება.

(კარის გაღების ხმა)
- იმას მომყიდით?
............
- (კარის დახურვის ხმა)