ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

გადავირტყამდი

ჭამის აღმატებითი ხარისხი როდესაც მაგრად გშია და ფანტაზიებს მოიშველიებ)

გშია ძმა? აუ ისე მშია 14 ლარიან შაურმას გადავირტყამდი ყბაში

0

რუჩკებს არ ენდოთ!!!

სიტყვა გამოიყენება მიცვალებულის გამოსვენების დროს როდესაც ვინმე აუცილებლად იტყვის სასახლეზე რუჩკებს არ ენდოთ ))

ნელ-ნელა აწიეთ სასახლე რუჩკებს მაინც არ ენდოთ

0

ვინ გტ*ნავს ,რომ იხდი!

სიტყვა გამოიყენება სხვის საქმეში არაუადგილოდ ჩარევის შემდეგ ან სხვისი საქმის მოგვარების მცდელობისას თავის გამოჩენის მიზნით 😎

მე წავალ ძმაო და მოვაგვარებ მის საქმეს- -შეეშვი ბიჭო შენ ვინ გტ*ნავს რო იხდი

0

ქორწიალია მოვყომარდებით

მომენტი როდესაც ქორწილში გონკაობის დროს მსუბუქი ავარია ხდება გამოიყენება ეს სიტყვა

ვახ ბიჭო დაგვარტყა!!! ქორწილია მოვყომარდებით