ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

/ვინ/ - ქართული ანბანის მე-6 ასო-ბგერა.
მოიპოვება მრავალ (აი აქაც) სიტყვაში;
თუმცა ზოგიერთ სიტყვაში მისი გამოყენება მ(მან)- ის მაგივრად
აღნიშნულ სიტყვას და, შესაბამისად, მის მთქმელსაც უფრო ძერსკულად გამოაჩენს, ხაზს უსვამს მთქმელის თბილისელობას ან თბილისთან დაახლოვებულობას.
მაგალითები იხ. ქვემოთ

"აუ, გოგო, იმ დღეს მე, ქეთუსა, ნატუკა და გიო ბიძაჩემის დაჩაზე ვსვა.ვ.დით ბეილისს... ხოდა რა მოხდა..."
" - ბიჭო, შენ ძმასაც რო ვუთხრათ, წამოვა?
- წამოვა, აბა რას იზა.ვ.ს, შეჩემა!"

0

სინსილა

იგივე ჯიში, მოდგმა, მსგავსთა ერთობლიობა.
რადიკალი ფემინისტებისა და კაცებზე განაწყენებული ქალების მუქარის ობიექტი (კონკრეტულად - კაცების სინსილა).

"ყველა კაცი ერთნაირი ნაგავია, მაგათი სინსილა გაწყდა!"

0

ორი გოჭი

წარმოადგენს მეცნიერებს შორის დავის საგანს. ერთნი ამბებენ, რომ ის ღორია, ხოლო მეორენი ამ მოსაზრებას უარყოფენ.
ხშირად ქუჩასთან ინტეგრირებული ზრდასრული ინდივიდები (ვზროსლები) შედარებით მცირეწლოვან ინდივიდებს (მალალეტკებს) უსვამენ შეკითხვას: "ორი გოჭი ღორია?" - რათა გაიგონ რამდენად შეუძლიათ ამ უკანასკნელთ ქუჩურ-ფილოსოფიურ საკითხებზე გონივრული მსჯელობა და, შესაბამისად, რამდენად მზად არიან ქუჩასთან ინტეგრაციისთვის. (შენიშვნა: ეს პირველი საფეხურია გასაუბრების).

" - ჩემი ძმა, 2 გოჭი ღორია?.. მოყინულზე გაქაჩავ?..
მისმინე ერთი წუთი, კაცურად, 50 თეთრი ხო არ გექნება, დასალევზე მეკლდება"

0

ყლეზე ბანტი

1. ფრაზა, რომელიც გამოხატავს ინდივიდის გულგრილ დამოკიდებულებას საკითხისადმი (იხ. "ყლეზე მკიდია").
2. კონტრაცეფციის იაფი საშუალება. როცა მამრობითი სქესის წარმომადგენელს უკეთია ყლეზე ბანტი, ამ დროს სპერმა არ გადმოდინდება გარეთ, შესაბამისად, ქალის დაორსულება არ ხდება. თუმცა, როგორც ექსპერტები იუწყებიან, ეს მეთოდი საკმაოდ ტრავმული და უსიამოვნოა, მარა გაჭირვების დროს სხვა რა გზაა.

1. - აუ ბიჭო, გუშინ 8 თამაში მეწერა და ბოლოში არ გამისხა ერთმა?!..
- ყლეზე ბანტი! მერე მე რა ვქნა შეჩემა. მე გირჩიე აღარ ითამაშოთქო. თუ არ მისმენ, იყავი მასე.
2. - ჩემ მამიდაშვილ ჯონდოს მე-6 შვილი შეეძინა გუშინ. არადა არც თვითონ მუშაობს და არც ცოლი. სიდედრი არჩენს იტალიიდან.
- მერე არ უნდა რო ყლეზე ბანტი გაიკეთოს?