0

გაიჩითა

გოგონებს შორის ხშირად ხმარებადი სიტყვა რომელიც უმეტესად გამოიყენება ყოფილთან მიმართებაში.

- აუუ გოგო, გუშინ ნიკა გაიჩითა ბარში.

1

რო გადახვალ გააჩერე

ფრაზა რომელიც ხშირად გამოიყენება სამარშუტო ტაქსებში (მარშუტკაში), უკეთესად ასახსნელად იმისა თუ სად გინდა ჩამოსვლა. იგივე მნიშვნელობის ფრაზაა "შუქნიშანთან გამიჩერეთ"

- აქ გამიჩერეთ.
- მე რო გადახვალთ გამიჩერეთ.

0

ხურდა დაიტოვე

ჯადოსნური სიტყვები რომელიც გამოიყენება შვილის მაგაზიაში გასაშვებად და წუწუნის თავიდან ასარიდებლად. (შვილის მოთაფლვის მეთოდი)

- მამი, მიდი სიგარეტი ამომიტანე.
- ...
- ხურდა დაიტოვე.