3

როცა არ გტყნავენ შარვალი არ უნდა ჩაიხადოო

სხვის საქმეში ცხვირი არ უნდა ჩაყოო-ს ქუჩური ვარიანტი

ძმაკაცთან რაღაც თემაზე კამათობ, თუნდაც ფეხბურთზე და სერიოზული დისკუსია გაქვს, ამდროს ჭუჭუ თვლის რომ ჩხუბობ და გამშვიდებს: დამშვიდდი ძმა!
შენ მშვიდი და გაკვირვებული სახით უხსნი: როცა არ გტყნავენ შარვალი არ უნდა ჩაიხადოო არ გაგიგიაა?

1

ნაყურები ვარ

პროვინციალიზმის და გაუნათლებლობის პიკი. გამოიყენებენ იმის აღსანიშნად რომ ეს ფილმი უკვე ნანახი აქვს და შენზე კაი ტიპია რადგან შენამდე ნახა, რითაც კმაყოფილებას ვერ მალავს. ამ დროს გეუბნება ფილმის საკვანძო მომენტს, რითაც უკარგავს ფილმის ყურებას აზრს.

უჰ, ამ ფილმს ნაყურები ვარ, ეს დებილი ტიპია (კევინ სპეისის გულისხმობს) მკვლელი კაიზერ სუზა და ყველას დახოცავს.

1

გამოტყნაურება

უდროო დროს, უაზრო ინიციატივის გამოჩენა, ჯარის ენაზე. ფართოდ გავრცელებულია ჩვეულებრივ სამსახურებში, როდესაც გყავს სირთავა თანამშრომელი.

დიალოგი თანამშრომლებს (გელას და ჯონდის) შორის:
გელა: გუშინ 20 აჯიმანია გავაკეთე.
ჯონდი: მე ალბათ 10საც ვერ გავქაჩავ...
სირთავა: მე რო ვვარჯიშობდი 63ს ვაკეთებდი, ახლა 47ს გავაკეთებ! (გამოტყნაურდა)

1

ეხა

ახლა-ს გოიმური ვარიანტი, გამოიყენება კომენტარებში, სტატუსებში, საუბარში სნობი თინეიჯერების მიერ.

სტატუსი:
ეხა გავგიჯდებიი!!
(ჟ-ს ვერ მიაგნო)

1

წამო ცხენები გადავაბათ

როდესაც ბუნებაში ხარ გასული, მაგ. ექსკურსიაზე, პიკნიკზე, ლაშქრობაზე სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც არიან და ეძებ თანამეინახეს გადასაფსმელად.

_წამო ცხენები გადავაბათ;
_წამო...
მიდიხართ გადასაფსმელად.

1

ვისი ვისაშია ვერ გაიგებ

ძირითადად გამოიყენება უცნაური წარმოშობის "სასტავებში" (მაგ. "პახოდში" დაახლოვებულ სასტავში), ასევე დიდ ორგანიზაციებში და განსაკუთრებულად პოლიტიკაში. ეს არის სიტუაცია როდესაც ერთმანეთს ეპირფერებიან, ზურგს უკან ლანძღავენ და თან ახლობლობენ. ან პირიქით, საჯაროდ კამერების წინ ერთმანეთს ლანძღავენ და იმ საღამოს ერთად ქეიფობენ რესტორანში(პოლიტიკოსები ძირითადად).

აი მანდ ისეთი სიტუაციაა, ვისი ვისაშია (ვისი ყლე ვის ტრაკშია-ს ზრდილობიანი ფორმა) ვერ გაიგებ ძმაო!

1

წითელი ბორში

თვიურის (მენსტრუაციის) სასმელში ან საჭმელში გარევა, იმ იმედით რომ ბიჭი რომელსაც ამ ნაწარმს მიაღებინებ, თავდავიწყებით შეუყვარდები. გამოიყენებენ მახინჯი, ერთუჯრედიანი გოგოები, ძირითადად ყავაში ან ნამცხვარში გარევით, ამიტომ ერიდეთ მახინჯ თქვენზე შეყვარებულ გოგოებთან ყავის დალევას:)))

_ აუ მახინჯმა ჯუნამ რა ბიჭი დაითრია ნახეეე????
_არ იციი???
_რაა?
_წითელი ბორში გაუჩალიჩა შეჩემააა...
_არააააააააააა, ააარააააააააააააააააა!!!!

1

ნაგვის კატა

გამოიყენება ძუკნა, ძალით ნაშა გოიმ ინდივიდებზე, რომლებსაც თავი ყველაზე თესლი ნაშები ჰგონიათ.

აუ ეს ხო ნაგვის კატაა რაა!

1

ჩევულებრივი

ზოგადად ამ სიტყვას გარდა ჩვეულებრივისა არანაირი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ თუ სიტყვა გამოიყენება მოსვეცკო ელემენტის მიერ წინადადების დასაწყისში ან ბოლოში, ამ შემთხვევაში, წინადადებას სიმძაფრე ემატება.
გამოყენების არეალი: ვაკე და ვაკის მიმბაძველი საზოგადოება.

_ჩვეულებრივი მილიონერია ტიპი...
_აუ ეგ ხო დეგენერატკაა ჩვეულებრივი...