0

ცხრაზე გადამხტარი

ზე-გამოცდილი პიროვნება (კაცი), რომლის დარი გამოცდილება და უნარები, ერთი ორს თუ აღმოაჩნდებოდა 😂🤣

ეგ ისეთი ცხრა #$& გადამხტარია მაგას რას გამოაპარებ?! :)

0

ჯიბგირი

თვითდასაქმებული პიროვნება 90-იანებში. სამუშაო ადგილი "პადზემკა" ;)

ჯიბგირი

0

ზარი გამაშვებინე

"ზარი გამაშვებინე"

უფულობის დროს სხვისი ტელეფონის დალომბარდების უტყუარი მიზეზი 😂

დამარეკინე - ზარი გამაშვებინე

0

8 ნომერი გლეხი

ქალაქში ჩამოსული და ფესვებგადგმული, ძირძველი პროვინციელი, რომელიც არ ეპიტნავებოდათ ქალაქელებს.

8 ნომერი გლეხი

0

პიტალო

პიროვნების შეფასების, ბაჯაღლოს ტოლფასი ეტალონი 😁 ძირითადად გამოიყენებოდა პიროვნებისადმი ხუმრობით, ბილწად მიმართვით კონტექსტში. (შემორჩენილია დღესაც).

პიტალო =ბაჯაღლო

0

სტოპიატი

90-იანებში ყველაზე გავრცელებული ფეხბურთის სახეობა. ითამაშებოდა ცალ კარში. თამაში იყო 105 ქულამდე. ის გუნდი, რომელიც ხარიხას გაარყავდა ბურთს და გოლს გაიტანდა, მოგებულად ითვლებოდა.

სტოპიატი ვითამაშოთ 😊

0

ათავება

ტერმინი 90-იანებში, რომელიც რეზინობანას თამაშის დროს გამოიყენებოდა.

მოიც ავათავო 🤣😂