თავისი ყველაფრით
გარკვეული ან გაურკვეველი ნივთი ან ნივთთა ჯგუფი რომელიც სრული კომპლექტაციითაა მოცემული.
კაროჩე ზეგ ბეენვე ჩამომდის თავისი ყველაფრით
გარკვეული ან გაურკვეველი ნივთი ან ნივთთა ჯგუფი რომელიც სრული კომპლექტაციითაა მოცემული.
კაროჩე ზეგ ბეენვე ჩამომდის თავისი ყველაფრით
დიდი ხნის უნახავ ადამიანთან დამშვიდობებისას, თითქოს წყენის გამოხატვა იმაზე რომ ვერ ურთიერთობთ ხშირად და მოჩვენებითი სურვილი ახლო მომავალში შეხვედრაზე.
-არ დავიკარგოთ რა
-ხო ხო შევხმიანდეთ ამ დღეებში
დასწრებითი ფრაზა ორ ნაცნობს შორის. მოგებაშია ის ნაცნობი რომელიც უფრო ადრე გამოიყენებს მას.
-რას შვები სად დაიკარგე
-ხო ნუ ვეღარ მოვახერხე რა შეხმიანება
სიტყვა გამოიყენება იმ ადამიანის დახასიათებისას რომელსაც სწრაფად დაყავს მანქანა და ძირითად შემთხვევაში რისკი იმისა რომ დაიმტვრეს დიდია.
ცოტა ნელა ატარე შენც არ იყო შუმახერი.
ცოლი კი არა შუმახერი მყავს.
მანქანა სადა გყავს შუმახერ.
საქართველოში ირონიულად გამოყენებული ფრაზა, როდესაც აღნიშნული(ფული) მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდია და რაიმე ფინანსურ დატვირთვას არ ატარებს. ამასთან ფრაზა მოტყუებითი ხასიათისაა და ძირითად შემთხვევაში მის მხმარებელს ჯიბაზე კაპიკიც არ გააჩნია
-ჰე აბა სად წავიდეთ
-წამო რესტარანში, ხო იცი ფული არაა პრობლემა
როდესაც ძმაკაცი ადრეულად მოგთხოვს სიგარეტის დატოვებას და შენ შეშფოთებას ვერ მალავ. ძირითადად იხმარება აქცენტით
-მაიტა რა დატოვე
-რაიყო ხანჯლად გინდა?
ადგილი თბილისში, კერძოდ წერეთლის მიმდებარედ, სადაც შესაძლებელია თითქმის ყველა მომსახურების მიღება
რემონტს ვიწყებ ახლა სახლში და ელიავაზე ვარ გასასვლელი