ვირივით ჯანი
ადამიანის ფიზიკური ძალის უმაღლესი ფორმა
შენ იმას რას უყურებ, ვირივით ჯანი აქვს
ადამიანის ფიზიკური ძალის უმაღლესი ფორმა
შენ იმას რას უყურებ, ვირივით ჯანი აქვს
ასაკით უფროსი ადამიანი. ქუჩის აკადემიაში განიხილება როგორც მასწავლებელი, ლექტორი, დამრიგებელი და ზოგ შემთხვევაში პროფესორიც კი. 90-იანების პერიოდში ასრულებდა გუგლის ფუნქციებსაც
ჰოდა თუ არ იცი, ზროსლებს კითხე უბანში და გასწავლაინ რა როგორაა!
ძირითადად ეკითხებიან ტრანსპორტში თავისზე წინ მდგომ ადამიანებს. ითვლება "გამატარეთ, ჩავდივარ"-ის ზრდილობიან ვარიანტად
- ჩადიხართ?
- არა, არა გაგატარებთ
ჯო დასინი, ცნობილი ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორი. 90-იან წლებში თბილისში ითვლებოდა დასაცინ და საკაიფო პიროვნებად.
ეკაიფე ჯოდასენს
გამძლეობის უმაღლესი ფორმა
მიდი ახვალ კაცო, ჯიპია იტანს
ჭამის ერთ-ერთი ფორმა. გამოხატავს საკვების გულმოდგინედ მიღების პროცესს, როდესაც სუბიექტი მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს ზედმეტი საკვების მიღებით. ბუყვნის დროს აუცილებელია ორივე ყბას ერთად ამუშავებდე. ბუყვნით კავდებიან შინაურულ წრეში. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამამად ბუყვნა უკულტურობად ითვლება
იმ დღეს მე და ნოდომ 12 იანი შაურმები მოვატანინეთ და მაგარი ვბუყნეთ.
პირი დაკუმე, რას ბუყნაობ
ქართული სუფრული მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟი. გამოირჩევა ფულის დიდი რაოდენობით და მისი რესტორნებში დაუნანებლად ხარჯვით.
ლეგენდის თანახმად რესტორნები და დუქნების, სულ ყველა მასზედ მღერიან.
მისი სიმბოლოა ფული
ტრულაილას ფული რად უნდა, ტრულაილა თვითონ ფულია
ეს ფრაზა გამოიყენება ე.წ. მალალიტრაშკა მანქანების დადებითად შესაფასებლად
- ეს ოპელ კორსა ვიყიდე. 1,4 აქვს მატორი
- ჰო მშვენიერია, შენ მეტი რად გინდა ..
ეს არის ჯდომის ფორმა, რომელიც გამოიყენება მარშუტკაში, კიდურა სკამზე ჯდომისას. ცალტრაკად ჯდომას მიმართავენ ხოლმე გაჩერებამდე 10-20 წამით ადრე. ამ დროს ცალი ფეხი და კორპუსი გადმოწეული გვაქვს შუა გასასვლელისკენ, ხელით ვეყრდნობით გადმოწეულ მუხლს და ნიკაპაწეული გაყურებ გზას და ცდილობ შეარჩიო იდეალური მომენტი "გააჩერეს" დასაძახებლად
სწორად ჯდომა > შენს გაჩერებასთან მიახლოება > ცალტრაკად დაჯდომა > "ერთი აქ გამიჩერე რა"-ს დაძახება > ჩასვლა
ფრაზა ძირითადად გამოიყენება ფხიზელი ადამიანის მიერ მთვრალი მამაკაცის შარიანი ხასიათის გასანეიტრალებლად. ამ მჟღერი ფრაზით მას ვამცნობთ, რომ ის კეთილმოსურნე გარემოშია და არაა საჭირო მისი მამაკაცურობის ფიზიკური დემონსტრირება
დაწყნარდი ეხა, მთვრალი კაცი, კაი კაცი. დალიე შეირგე