0

პუსკუნჩო / პუსკი

საყვარლად ფერხორციანი არსება, რომელიც მისი ფერხორცისა და ზედმეტი წონის მიუხედავად დადებით გრძნობებს აღძრავს და მისადმი კეთილად განაწყობს ადამინებს. ანუ ასეთი არსება ესთეტიურად - საყვარელია. მისგავსი არსების დანახვისად ძირითადად გინდება, მიხვიდე ლოყებზე მოკიდო ხელები და უთხრა უხ შენ გენაცვალე !

აუ შეხედე რა პუსკუნჩოა, ნამდვილი პუსკი - მაგალითად, ითქმის როდესაც ქუჩაში ან სხვაგან ვხედავთ ჩამრგვალებულ ბავშვს

0

ერთი "კრუგი" დამარტყმევინე

ველოსიპედის უქონელთა ვედრება, ველოსიპედის მქონეთადმი. ძირითადად აქტუალური იყო საბჭოთა საქართველოში, ვინაიდან ფინანსური შესაძლებლობის არ ქონის გარდა, ადამიანს რაღაც პერიოდში შეიძლება ვერც კი ეყიდა ველოსიპედი დეფიციტში გარღვევისა და გამო.

ერთი "კრუგი" დამარტყმევინე რა, ეხოდან არ გავალ. კარგი ხემდე მიდი და მოდი.

0

ხვადაგი

ხვადაგს რამოდენიმე მნიშვნელობა გააჩნია:
1. ძლიერი, მაგარ ჯანზე მყოფი, შეიძლება ითქვას უხეში ძალის მქონე მამრი; უმეტესად დიდი და მოსული, ანუ მაღალი კაცია;
2. ზრდილობას და მანერებს მოკლებული, ჰიგიენის პრობლემების მქონე მამრი, რომელიც გარშემომყოფებს აწუხებს, როგორც თავის ქცევით, ასევე თავისი "სურნელით"
3. პირველი და მეორე ვერსია ერთად.

1. მაგარი ხვადაგია - ღონიერი, მძლავრი მამრია;
2. მაგარი ხვადაგია - მაგრად შეგვაწუხა, დასაბანია;

0

სირბანჯო / სირმანჟო

სირბანჯო ან სირმანჟო - ორივენაირად ითქმის. სირბანჯო გამოსირებულ ანუ გამოლენჩებულ ადამიანზედ ითქმის (ძირითადად მამრობითი სქესის), თან ისეთზე რომელსაც ვიღაცის აზრით რაღაცრაღაცეები ეშლება, მაგრამ აი მაგარი სირი არ არის (ანუ მაგარი *ლე). სხვანიარად რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანი რომელიც გმაოლენჩებული, გამოჩენჩერებულია, რაღაცეები ამიტომაც ეშლება მაგრამ ბოროტი და პროჭი არ არის, ანუ პოზიტიურად გმაოლენჩებულია.

არის შემთხვევები, როდესა ამ ტერმინს, მაგრამ უპირატესად სირმან-ჟ-ოს ხმარობენ როდესავ ვიმე მამრი, გამოსირებულია და თან მარიაჟობს რაღაცეებს, ასევ ვთქვათ ვალეტი ყვავის ვიდზეა (ეს ცალკე იქნება განმარტებული)

აუ ეს რეებს აკეთებს, მაგარი სირმანჯოა !
ამ სირმან-ჟ-ოს უყურე რა !

0

ფახი / ჩაფახდა / ჩაფახება

ფახი თანამედროვე სლენგზე - ჩაკუკვას, ჩაჯმას, სუნი დააყენას ნიშნავს. ლიტერატურული ქართულით კი შეშინებას, უკან დახევას, პოზიციის დათმობას. პოპულარული იყო საბჭოთა საქართველოს თბილისში მე-20-ე საუკუნის 70-90 წლების დასაწყისამდე. მერე ნაკლებად მოკრავდით ყურს.

- მოდი ერთი-ერთზე ვითამაშოთ ძმაო (ეზო-ეზოზე) ვითამაშოთ!
- არა, არ მინდა (არ გვინდა, პუშკინა არ გვყავს)
- რა იყო ჩაფახდით ?!

0

ყბების გაკეთება

ოსტატი მჭამელების მიერ კერძის(ების) გემრიელად (და ბევრის) მირთმევა. პიროვნება თუ მაგარი მჭამელია მასზე იტყვიან - აუ რა ყბებს აკეთებს ?!

აუ რა ყბები გავაკეთეთ ? ანუ აუ რა ვჭამეთ ?!
წამო ყბები გავაკეთოთ ! ანუ წამო ვჭამოთ !
ყბების ოსტატია ! ანუ მაგარი მჭამელია !
და ასე შემდეგ

0

ჭურში ზიხარ

ითქმის როდესაც საქვეყნო ამბავი, ან კარგად ცნობილი ამბავი არ გაგიგია და იკითხავ. ხანდახან ბოლოში ემატება - შეჩემა. ანუ ჭურში ზიხარ შეჩემა ?!

- ბიჭო ედუარადა ცოცხალია ?
- შურში ზიხარ შეჩემა ?! რამდენი ხანია მოკვდა !

0

ნუ ან ნუუ

მრავალმხრივი დანიშნულების ზმუილის მაგვარი თანდებული, სავარაუდოდ შემოსულია რუსულიდან იგივე ჟღერადობის სიტყვა ну. ყველაზე ხშირად დარწმუნებული ლაპარაკისას გამოიყენება.

ნუუ რა არის იცი ?!
ნუ ახლა ასეა და !
რატომ ნუუ ?!

0

ბაბროვკა

საბჭოთა საქართველოში მითიური (და საოცნებო) პრეპარატი, რომელიც ლეგენდის თანახმად საწინააღმდეგო სქესის ადამიანს აღაგზნებდა. ამაზე საუბარი ძირითადად მამრ საბჭოთა ქართველებს შორის მიდიოდა. ანუ ბაბროვკის ჩამყრელი იმედოვნებდა, რომ ქალის მხრიდან აღზნება აუცილებლად მასთან სექსით დამთავრდებოდა. ბაბროვკა, ბაბროვკით აღზნებული და ამ აღგზნებით სარგებლის მიმღები არავის უნახავს, მაგრამ ამბობენ რომ ბაბროვკა არსებობდა. თუმცა საბოლოოდ, ბაბროვკა როგორც ასეთი სლავურ "მოძმე" რესპუბლიკაში მგზარობა და იქ ფიზიოლოგიური სურვილების დამკმაყოფილები იყო ხოლმე ... ნუ მეტკნაკლები წარმატებით.

- აუ ერთი ჩვენი უბნელი "ვძროსლია" და იმ გოგოსთვის ბაბროვკა ჩაუყრია და ამბავი

0

საძუნკლე

დაბალი ხარისხის სასაუზმე ან სასადილო

- აუ მაგრად მოვიწამლე ტო; იმ სირმა რაღაცა საძუნკლეში დაგვპატიჟა და დავიბრიდე