0

თესლი, რეკლამშიკი ბიჭი

მისი ტვინი სხვებისაზე 100 გრამით მეტია და ძირითადად კრეატივით არის დატვირთული. 25დან 35 წლამდე, ძალიან მიმზიდველი, კარგი იუმორის მქონე, საუკეთესო ქლაბერი, 4GB-ს და Tbilisi Open Air-ს მინ. 72 საათიანი სტუმარი, ყველა ინტელექტული-ჰიპსტერი გოგოს გული ვარდი და სულის წამალი. თუმცა უნაკლო ვინაა? არავინ, ალბათ სწორედ ამიტომ ყველა ასეთ ბიჭს შეყვარებული ჰყავს.

თესლი რეკლამშიკი ბიჭის წინადადებაში ჩასმა მრავალნაირად შეიძლება.

0

ლამუნი

ვინმე ძაან კაი ბიჭზე გულის შევარდნის პირველი ფაზა, სანამ გაარკვევ რომ შეყვარებული ჰყავს, ძუნწია, წიგნებს არ კითხულობს და სხვა. ის რამდენიმე დღე, როცა დედამიწა მსუბუქია. ტერმინის უშუალოდ ამ კონოტაციის ავტორი სალომე (კნუტკა) აფხაზიშვილია.

გთხოვ ნურასდროს მიელამუნები იმას, ვინც ერთხელ გაწყენინა.