2

მაგდონალდი

5-დან 10 წლამდე ბავშვების საყვარელი სიტყვა, რომელიც უარყოფს რიჩარდ და მაურის მაქდონალდების არსებობას.

- ბაბუ, ბაბუ მაგდონალდში წამიყვანე რა.
- მოაშორე მაი საწამლავი.

0

ხო არ ჩააფურთხე?!

ეს ფრაზა გამოიყენება სტოპიატის წყალზე "ყუმარის" შემდეგ, როდესაც წაგებულს წყალი გაღიმებული მოაქვს.

- აჰა 2ლიტრი წყალი.
- ხო არ ჩააფურთხე ჩემი დედავატირე?!

1

ოე ტაქსიი!

ხშირად გამოიყენება 4 ქუჩის იქით ტაქსის გასაჩერებლად. პასუხად მოყვება ტაქსისტის ხელით ჟესტიკულაცია ან შეძახილი: გამოძახებაზე ვარ!

- ოე ტაქსიიი!
- არმცალია ძმაო

0

დღეს შენ მიკისრე და ხვალ ჩემზე იყოს

ფრაზა გამოიყენება უფულობის შემთხვევაში და ხშირად მოსდევს მეორე დღეს მოულოდნელი გაუჩინარება.

-აუ 1 შაურმა დამითრიე და ხვალ ჩემზე იყოს.
- კაი ბრატ ბაზარი არაა