გამყიდველის მიერ კლიენტის დასარწმუნებლად განკუთვნილი სიტყვა, რომელიც გულისხმობს,რომ ორი ზომით პატარა ფეხსაცმელი ოდესმე აუცილებლად მოერგება. მარკეტინგის მეტად კრეატიული ფორმა. ეხმარება საქონლის დაუყოვნებლივ გასაღებას.
-სხვა ზომა არ გაქვთ??
-მოჯდება ეგ დედი, გაიწევს
გამოხატავს პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას,როდესაც დიდი ხანი უცდის სხვა ადამიანს.( მსგავს შინაარსს ატარებს ,,ფესვები გავიდგი" თუმცა ის მხოლოდ ერთ ლოკაციაზე ჩამწნილებას გულისხმობს)
-სად ხარ ამდენ ხანს, ჩავმწნილდი
ფრაზა ხშირად გამოიყენება მაშინ,როდესაც სასწაულად გეჩქარება და გზაზე გადასვლისას მაინცდამაინც ამ დროს გადაწყვეტს მთელი ქვეყნის სამძღოლოობა ამ გზაზე გამოიაროს და ხელი შეგიშალოს მეორე მხარეს გადასვლაში
-ახლა გახდება პარიზი!