0

გამრეცხე

არცთუ შორეული წარსულის ტენდენცია, ძირითადად პოპულარული განდონა ბავშვებში, რომლებიც მსგავს წარწერას ტოვებდნენ დამტვერილი მანქნის მინებზე

გამრეცხე

0

მატყუარა ამინდები

ფრაზა როგორც წესი ჟღერს გაზაფხულის სეზონის მზიან პერიოდებში და გამოიყენება მშობლებისა და ბებია-ბაბუების მიერ, რათა გააფრთხილონ ბავშვები, რომლებსაც ამჩნევენ, რომ მეტისმეტად თხლად აცვიათ და გადიან გარეთ, არის საშიშროება აიკიდონ სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექცია ანუ გაცივდენენ

-გადიცვი შვილო რამე
-რაღა გადავიცვა ვერ ხედავ გარეთ როგორ ცხელა?
- მატყუარა ამინდებია და გაცივდები

0

Is Interested

სოციალურ ქსელ Facebook_ში ივენთებზე მითითებული ფუნქცია რომელსაც ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა თვეში ულიმიტო რაოდენობით იყენებს მაგრამ ბოლოს არცერთ ივენთზე აღარ მიდის

მარი is interested ივენთ მენეჯერი და კრეატიული აზროვნება

ლაშა is interested ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა

0

ხვალე

ხვალ

დღეს არმცალია და ხვალე დაგირეკავ