1

სხვა?

საუკუნის უნახავი ტრუსიკის ძმაკაცის შემთხვევით გადაყრისას მისი და მისი ოჯახის ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობის გულითადი მოკითხვის შემდეგ, ერთჯერადი შეკითხვების ამოწურვის დროს რეზერვში მუდამაა მრავალჯერადი შეკითხვა - "სხვა?"

სხვა რას შვები? .... და სხვა?.... ვახ ეს რა მითხარი და სხვა?

0

რეკლამაში ორია

საღეჭი რეზინის თხოვნისას პროჭობის უკიდურესი ფორმა, როდესაც ერთი არ გაკმაყოფილებს. თავის არიდების მიზნით გამოიყენება პასუხი: რეკლამაში რო გადაგიღებენ ორს მერე მოგცემ.

-კევი არ გაქ შეჩემა?
-ჰა აიღე
-მეორეც რა, რეკლამაში ორია
-რეკლამაში რო გადაგიღებენ ორს მერე მოგცემ !