0

დასავლეთში ხომ არ მოდიხარ

დიდუბის მეტროსთან მდგომ მძღოლებში გავრცელებული ფრაზა , რომელიც მიმართულია ნებისმიერი მეტროდან გამოსული ჩანთიანი პიროვნებისკენ, გართულებული სახეა პირდაპირ ჩანთების ჩამორთმევა და მარშუტკის საბარგულში ჩადება

- დასავლეთში ხომ არ მოდიხარ ?
- ზესტაფონი , ქუთაისი , საჩხერე , ჭიათურა.

0

ჩემს შვილს აცვია 2 წელია

სავაჭრო სფეროში გავრცელებული ტერმინი , რომელიც ერთიორად ზრდის პროდუქტის ხარისხს, ძირითადად გამოიყენება კლიენტისთვის პროდუქტის “შესატენად”

-ეს კაი ხარისხისაა , ჩემს შვილს აცვია 2 წელია , ვერ გავხადე

0

ვეჩნა

ინგლისური ასევე სლენგის 4ever ქართული , უფრო მეტად “გრუზინული” განმარტება, რომელიც უსასრულობას, მუდმივობას აღნიშნავს და მიემართება კონკრეტულ ობიექტს

-ჟიზნ ვარამ.
- ვეჩნა.