0

ტაქსს ხომ არ ეძებთ?!

ეს გამოთქმა ძირითადად გამოიყენება მაშინ როდესაც კარფურიდან ახალი გამოსული ხართ. წრიულად შეკრული მამაკაცების ჯგუფიდან მოულოდნელად გიტრიალდებათ ერთერთი პირი, თვალწინ გიბზრიალებთ გასაღების 'კონას' და გეკითხებათ "ტაქსს ხომ არ ეძებთ?"

- ტაქსს ხომ არ ეძებთ?!
- არა ძმა, მადლობა

0

თხოვება

ჩუქების სახეშეცვლილი ფორმა. ეს სიტყვა გამოიყენება, მაშინ როდესაც ძმაკაცი შეამჩნევს მისთვის მოსაწონ რომელიმე აქსესუარს/ნივთს რომელიც თქვენ გეკუთვნით და მისი თხოვება სურს, ხოლო რაღაც დროის შემდეგ პერმანენტულ სახეს იძენს და მისი საკუთრება ხდება

-ვა, რამაგარი ჟაკეტია, შეგიძლია მათხოვო?
-კი,კი რა პრობლებაა
1 თვის შემდეგ
- ბიჭო ის ჟაკეტი რო გათხოვე ხო გახსოვს? მომე რა მჭირდება
- კაი ბაზარი არაა, ხვალ გამოგიტან
2 თვის შემდეგ
-შეგიძლია ჩემი ჟაკეტი რო გამომიტანო?
-ეხლა ქალაქგარეთ ვარ გასული და რო ჩამოვალ გამოგიტან აუცილებლად
6 თვის შემდეგ
-ჩემი ჟაკეტი გამომიტანე რა
-რა ჟაკეტი?