0

მანახე აბა რა მოგწონთ მაგაში

ძირითადად უფროსების დაინტერესებული ტონი რომელიც ახალგაზრდებს მიუთითებს რომ გაასინჯოს ესა თუ ის ახალი პროდუქტი რაც მათი აზრით მავნებელია.

ნახეე ახალი კოკაკოლა?? მანახეთ აბა რა მოგწონთ მაგაში

0

ჩემს მეზობელსაც ეგრე ჭირდა და ...

ძირითადად გამოიყენება მდარე შემთხვევებზე, დასაშინებლად ან გადაუდებელი ოპერაციით დაშინების შემთხვევაში. ვინ არის ზოგადად ეს მეზობელი დაუდგენელია.

- ბიჭო გუშინ წავიქეცი და ფეხი ვიტკინე
- ჩემს მეზობელსაც ეგრე ჭირდა და მერე ფეხი მოაჭრეს

0

ვის დედას ჩავაცვათ შავები?

ერთ ერთი მუქარის ნაირსახეობა როდესაც ადამიანს მოკვლით ემუქრები ან მას ელის სიკვდილი. გამოიყენებოდა ადრე სიტუაციურად მასკოვკებსა და რიგ კაჩაობებში.

მარიამ რა გჭირს ვინ გაგაბრაზა? ვის დედას ჩავაცვათ შავები?

0

ფაჩრიკაწრია

As Verb: ფაჩარს იკაწრავს
გამოიყენება როდესაც რაღაცისგან ძალიან კმაყოფილი ხარ, ასევე ნეგატიურ ჭრილში.

აუ ბიჭო გუშინ გიომ მაგარი ფაჩრიკაწრია მოსაწევი გააძრო.
ტიპი ისეთი გამწარებული იყო ფაჩარს იკაწრავდა.