0

უბნის მეკარე

უბანში ყველაზე მსუქანი ადამიანი რომელსაც ფეხბურთის თამაშის დროს სულ კარში აყენებენ, მეკარეს მეტ მოტივაციას აძლევს ფრაზა „გარეთ მაინც ვერ ირბენ„.

- ფუნთუშ მიდი კარში ჩაგვიდექი, გარეთ მაინც ვერ ირბენ.

0

ნინიას ბაღი

არარსებული ადგილი , სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, ძირითადად იყენებენ კითხვით ფორმაში, რიტორიკული ხასიათით

-სახლში ამოგივლი და მაჭამე რამე..
-გაჭამო რა ნინიას ბაღია?

0

ბოზიშვილივიყო

სიმართლის დამტკიცებისთვის საჭირო არგუმენტი. გამოყენების შემთხვევაში ავტორი 100%-ით მართალია.

- ბიჭო გუშინ მაგარი გოგო დავკერე და სახლში ავიყვანე
- არ მჯერა
- ბოზიშვილივიყო

0

ნომერი დაწერე

კონფლიქტის სწრაფად მოგვარების გზა, ძირითადად გამოიყენება კონფლიქტისგან თავის ასარიდებლად და დაწერის შემთხვევაში მაინც არ რეკავენ.

- სტატუსი რატო დამისედე ნომერი დამიწერე აბა ერთი შენ
- 555111111
- ეხლა ანგარიშზე არ მაქვს და მოგვიანებით დაგირეკავ

0

რგოლში დადება

ძირითადად გამოიყენება პირველ პირში: „დაგადებ რგოლში“. წარმოადგენს გინების ალტერნატიულ ვარიანტს და აქვს გადატანითი მნიშვნელობა. ასე წარმოადგენს მუქარის მსუბუქ ფორმას.

-შემეშვი, თორე დაგადებ რგოლში

0

ერთმა გამისხა

ტოტალიზატორის მოთამაშეების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზა, გამოიყენება იმ ფაქტის გასამართლებლად რომ სულ აგებენ და ბედი არ აქვთ.

- ხო ხედავ სულ აგებ და გაანებე ამ ტოტალიზატორს თავი
- არა ძმაო კიდე ერთმა გამისხა. შემდეგს უეჭველი ვიგებ

0

ბარის დამკვრელი

იგულისხმება დამაარსებელი.ძირითადად გამოიყენება ნეგატიურ კონტექსტში და რაიმე ადგილის უარყოფითობაზე მიუთითებს.

-რა ცუდი ქალაქია, 12ის მერე მაღაზიები აღარაა..
-ხო, მოვუტყან ბარის დამკვრელი

1

წერტილა

მეტსახელი, რომელსაც 90% ჭარბწონიან ადამიანებს ეძახიან

-წერტილ კიდე დიეტაზე ხარ?
-ხო, ერთი კვირაც და 120 კილოს ჩამოვცდები