ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

გასულიჩა

გასულის და ბაბულიკის ერთგვარი კომბინაცია, რომელსაც თანამედროვე საქართველოში ხშირად ვნახავთ

-ბეჟანა იმენა გასულიჩაა

0

ტვინის ტყვნა

ქმედება, რომელიც ხშირ შემთხვევაში განმეორებადია და იწვევს მოპასუხის გაღიზიანებას. ასევე, შესაძლებელია ტვინის ტყვნის საფუძველი გახდეს განმეოებით კითხვის დასმა ან თხოვნა. "ტვინი ნუ მომიტყანი" იგივეა, რაც "ნუ შემეცი"

- ვახო, როდის მოხვალ სამსახურიდან? მალე დაბრუნდები? დროზე მოდი ბევრი საქმეა.
- ეკა, ტვინი ნუ მოტყანი, მოვდივარ.

0

მძღნერისსაჭყლეტი

იგივეა რაც ძრენისსაჭყლეტი. უწოდებენ დიდი ფორმის ფეხსაცმელს - დიდ ბათინკს ან დიდ ბოტასს. ადიდასის running ბოტასები მძღნერსაჭყლეტის ერთ-ერთი მაგალითია

-ნახე ახალი ბოტასი ვიყიდე
-ვაა, დავით, სერიოზული მძღნერისსაჭყლეტები დაგითრევია

0

რო არ გეზარება

იგივეა რაც "როგორ არ გეზარება". პოხუისტი ძმაკაცების საყვარელი ფრაზა. გამოხატავს განცვიფრებას იმ ქმედების გამო, რაც ძმაკაცმა გააკეთა, მაგრამ თავად არ გააკეთებდა დაზარების გამო.

- ვახო, ნახე, ახალი სიტყვა დავამატე ლექსიკონში
- რო არ გეზარება