0

საით?

ამ კითხვას სვამს ადამიანი მაშინ, როდესაც თქვენ მანქანას ქოქავთ და რომელიც პირდაპირ ვერ გეუბნებათ - გამიყოლეო.

- პრივეტ. საით??
- სამსახურში.
- მეტრომდე ჩამოგყვები რა.
- ზღვით მივდივარ

0

სალაპარაკო გაქ?

სხვისი მობილურის ანგარიშით მოსარგებლე ადამიანის ტიპიური კითხვა, რომელსაც სულ "სასწრაფო საქმე" აქვს.

- პრივეტ ძმა, სალაპარაკო გაქ?
- მგონი კი
- აუ ძმურად, 2 სიტყვას ვეტყვი, პატარა გაუგებრობა მაქვს და არმინდა ჩემი ნომრით დავრეკო

0

რავი

ყველაზე ნეიტრალური პასუხი კითხვაზე "რავახარ?" იმ ადამიანთან დიალოგზე თავის არიდების მიზნით.

-რავახარ, რას შვები?
- რავი, შენ?
- მეც ვარ რაა

0

მოხვედი?

ოჯახის წევრის მიერ დასმული ტიპიური კითხვა სახლში შესვლისას.

- (კარის გაღების ხმა)
- უი, მოხვედი?
- კი

0

მოხვედი?

ოჯახის წევრის მიერ დასმული ტიპიური კითხვა სახლში შესვლისას.

- (კარის გაღების ხმა)
- უი, მოხვედი?
- კი