2

ჩურორი

აღნიშნავს მოვლენას, როდესაც მამრი ისე მიმზიდველად გამოიყურება, რომ ჰაერში ტენიანობა იმატებს და გამწოვის ჩართვაა საჭირო

-მაიკლ ფასბენდერმა ჩურორი მოახდინა

0

ტალავერი

თმაგაცვენილი ინდივიდის მიერ დარჩენილი საღი თმის გარკვეული მიმართულებით გადავარცხნა, იმგვარად, რომ თავის ცენტრში არსებული მბზინვარება დაიფაროს. როგორც წესი, ეს მეთოდი გარშრმომყოფთათვის ილუზიის შექმნისთვის გამოიყენება, თითქოსდა თმა თავის ადგილზეა. თუმცა, სინამდვილეში, მელოტი პირი საკუთარ თავს ატყუებს. ტალავერისთვის დამახასიათებელია სიოს დაბერვისას ნარნარი.

- ლელას თმა ამოუვიდა?
- არა, შეჩემა, ტალავერი აქვს უკნიდან გადმოვარცხნილი.

0

წვირიანი

ზედსართავი სახელი, რომელსაც ხმარობენ ერთდროულად ნოტიო და ჭუჭყიანი ქსოვილის აღსანიშნად.

- უცქირე, შენი სახელი ამოვქარგე.
- გაწიე იქით ეგ წვირიანი ცხვირსახოცი.