0

რა კარგი ამინდია

ფრაზა, რომელიც გამოიყენება თუნდაც ცუდ ამინდში და ეხმარება ორ, ერთად მოსიარულე ადამიანს უხერხული სიჩუმის გასანეიტრალებლად

- რა კარგი ამინდია
- ხოო

0

ჩემი კუჭი ვკორტნე

ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ხერხი, როდესაც ვინმეთი ან რაიმეთი აღბრთოვანებულ ან გაოცებულ პირს ამოუცნობი მიზეზით უჩნდება საკუთარი ორგანოს, კერძოდ კუჭის კორტნის სურვილი.

- ახალი მანქანა ვიყიდე
- ვაა, ჩემი კუჭი ვკორტნე

0

რომელი საათია?

ეს მარტივი შეკითხვა ზოგჯერ იწვევს ოჯახის შექმნას, შვილებს, შვილიშვილებს და ა.შ უმეტესად აღნიშნული შეკითხვა გამოიყენება ხალხმრავალ ადგილას, როგორიცაა კ"ლ"უბი და ა.შ

- რომელი საათია?
- 23:00
-მადლობა, და ისე რას საქმიანობ?

0

შენ რომ გგონია ერბო ქონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია

საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს სხვა ადამიანი, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც მას წარმოუდგენია.

შენ რომ გგონია ერბო ქონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია

0

ჩემი კუჭი ვკორტნე

ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ხერხი, როდესაც ვინმეთი ან რაიმეთი აღბრთოვანებულ ან გაოცებულ პირს ამოუცნობი მიზეზით უჩნდება საკუთარი ორგანოს, კერძოდ კუჭის კორტნის სურვილი.

- ახალი მანქანა ვიყიდე
-ვაა, ჩემი კუჭი ვკორტნე