0

ვითო-ვითომ

"ვითომ"-ის გაძლიერებული ფორმა, რომელიც აქტუალურია პატარა განდონა ბავშვებში.

- მოდი, ვითო-ვითომ შეყვარებულები ვართ და ტუჩებში ვაკოცოთ ერთმანეთს.
- მოდი!

0

პაპი

სიტყვა, რომლის განმარტებაც არავინ იცის, თუმცა სწორედ ამ სიტყვიდანაა აგებული ცნობილი თამაშის - "ქურდის ზონაში"-ის ჩონჩხი.

- შემოვდივარ ქურდის ზონაში, რომელია თქვენში პაპი?
- ეს კაცი!
- პაპი ხარ?
- გაიკითხე....

0

უბნის ფოტოგრაფი

ადამიანი, რომელსაც უბანში არავინ ეძმაკაცება და როდესაც საძმაკაცოს ერთად სურს ფოტოს გადაღება, ფოტოგრაფად სწორედ იგი გვევლინება. თუ რთულია მისი დაკერვა, მანამდე კომპლიმენტებით ავსებენ, თუ როგორ კარგად შეუძლია მას ფოტოს გადაღება.

- ბიჭო, რამდენი ხანია საძმაკაცოს ფოტო არ გადაგვიღია ერთად..
- ხო.. მიდი, გელა ძმურად გადაგვიღე რა ერთი-ორი ფოტო, შენ კარგ ფოტოებს იღებ ხოლმე...