Kikson (0 ქულა)
გამოიყენება როგორც ურიცხვ საგანთა ერთობლიობის აღმნიშვნელი სიტყვა. ესადაგება როგორც სულიერს, ასევე არასულიერს.
- აუ გუშინ 15 ლარიანი შაურმა გადავირტი და მერე ერთი ვაგონი მოვ*ვი
- ნიკუშას დაურეკე რა, ამგის ამბავი რო ვიცი ერთ ვაგონ ნაშებს ამოგვიყრის
ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი ეპითეტი. გამოიყენება ნებისმიერ დროს, ადგილას და სიტუაციაში. ეპითეტის დაცინვის იბიექტი, როგორც წესი, რომელიმე დოკუმენტი ან წერილობითი მტკიცებულებაა.
- ქალბატონო ზვიად, რას ფიქრობთ მმართველი გუნდის ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე ?
- ეგ ფარატინა ფურცელი შეუძლიათ იქ წაიღონ, საიდაც მოიტანეს, ანუ მათ ბელადთან !
- ბატონო ირმა, რა ფიქრობთ ლგბტ თემზე ?
- ეგ ფარატინა ფურცლები ქვეყნის სირცხვილი !
- ძვირფასო პოლიტიკოსო, რომელო ჯობია ყავა თუ ჩაი ?
- სირცხვილოა უბრალოდ ! აი მაგ ფარატინა ფირცელზე დაყრდნობით საუბარი !!!!
ფრაზა მიმართულია ადრესატისკენ, რომელიც აკეთებს რაიმე ისეთს, რაც თქვენშიც აღძრავს იმავეს გაკეთების სურვილს.
-აუ რა გემრიელი შაურმაა.
-მაიტა აბა - მამატყნეინე.
-დარწმუნებული ხარ, რომ არ ეწევი? ძაან კარგია.
-მაიტა აბა - მამატყნეინე.
ფრაზა მიმართულია სწრაფი კვების ობიექტში, ძუნწი მშობლის მიერ მიყვანილი
ბავშვისაკენ, რომელსაც ჰამბურგერთან ერთად სასმელს
არ ყიდულობენ, რადგან ხსენებული გარეთ 1.30₾ ღირს.
-აუ...მამი კოკა-კოლაც მიყიდე რა.
-მაგაში მახდევინე ეხლა 4 ლარი, გარეთ რო გავალთ, გიყიდი.
სრულ განაკვეთზე დალევის შემდეგ ჩარტყმული ბოლო ჭიქა (როგორც წესი, მძიმე ალკოჰოლური სასმელის, მაგალითად, ჭაჭის), რის შემდეგაც პატრონი გეტ*ვნება ან/და გული გერევა.
- დავაი ძმებო, ერთი კანტროლკაც და დავიშალეთ.
ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი იდიომა. გამოიყენება ნებისმიერ დროს, ადგილას და სიტუაციაში. დაცინვის იბიექტი, როგორც წესი, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი ან ბრალდებაა.
- პოლიტიკოსი A: ქალბატონო ზაალ, თქვენ მკვლელი ხართ!
- ქალბატონი ზაალი: ამ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე პასუხს არ გაგცემთ.