0

100ათასი საკმარისია?

გენიოსის მიერ ჩვეულებრივი ოპერაციით გადმორიცხული თანხის რაოდენობა,რომელიც ერთდროულად საკმარისიცაა და ასევე "არ დაგწვავთ"

-რამდენი გადმოვრიცხოთ?
-ბევრი არ გვინდა,არ დავიწვათ
-100ათასი საკმარისია?
-საკმარისია!

0

მასაზი

ქართველი მამაკაცებისთვის სიამოვნების მიღების საშუალება.მასაზისთვის არსებობს სპეციალური დაწესებულებები,რომლებიც ძირითადად არაქართველ და უფრო კონკრეტულად აზიელ ინვესტორებს ეკუთვნით.მასაზის ღირებულება განსხვავებულია მისივე ფუნქციურობის მიხედვით,თუმცა,ძირითადად მაინც ეთი ლალი-ა.

-მასაზიი ეთი ლალი

0

მიდი,მალე აიღე თეფშის ნაწილები

ეს ფრაზა ძირითადად გამოიყენება დედების ან მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ნათესავების მიერ,რომლებიც 20 წლის ზემოთ გასათხოვარ გოგონას უჩიჩინებენ მეფე-პატარძლის მიერ გატეხილი თეფშის ნაწილების აღებას,რათა შემდგომში მოხდეს მომავალი სასიძოს სიზმრად ხილვა

-მიდი გოგო მალე აიღე თეფშის ნაწილები თორე დაგასწრეს

0

ისტო

ისტო იგივე ისტორია ან "სთორი",მოკლე შეთხზული ამბავი დაქალზე და მის "ქრაშზე".ძირითადი ჟანრი:რომანტიკა,მელოდრამა და რა თქმა უნდა ფანტასტიკა.
ისტოს კითხვა საუკეთესოა ძილისპირულზე

-გოგო მოდი ისტოები მოვყვეთ
-მიდი ჯერ შენ დაიწყე და მერე მე მოვყვები შენზე და სანდროზე