Acharulixachapuri (3 ქულა)
რიტორიკული შეძახილი, რომელსაც ძირითადად მამაკაცებისგან გამწარებული მანდილოსნები იყენებენ ხოლმე. როგორც წესი, ამ ფრაზით ცდილობენ ქალბატონები საკუთარი მარტოდმყოფობის გამართლებას და იმის ხაზგასმას, რომ მართალია უკაცო ცხოვრებას ეწევიან მაგრამ მაინც ბედნიერები არიან, რადგან ყველა კაცი ერთნაირი ყლეა. ამავე გამონათქვამით მალავენ ლესბოსელები საკუთარ ორიენტაციას.
-გოგო, რა ხდება ახალი, არ თხოვდები?
-არა რა ვთხოვდები, ყველა კაცი ერთნაირია...
პორნოგრაფიის ალტერნატივა , აქტუალური გადაცემა რუსულ ტელესივრცეში, რომელიც დიდი პოპულარობით გარდატეხის ასაკში მყოფ უკაცო მანდილოსნებში სარგებლობს. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ხალასწიაკის ის სეზონი, სადაც ქართველი ვნებიანი სელებრითი ირაკლი მაქაცარია იღებს მონაწილეობას. გადაცემა საშუალებას გვაძლევს ყველაზე ცეცხლოვანი კოცნების საშუალებით ოდნავ მაინც დავიმშვიდოთ აღზევებული ჰორმონები.
-რაღაც ძალიან აღზნებული ვარ, კაცი მინდა...
- აუ მეც, მოდი ხალასწიაკს ვუყუროთ
ქართული ნაციონალური კერძი, რომელიც ერთგვარ ორგაზმთან მიახლოებულ შეგრძნებას აღძრავს. როგორც წესი, აჭარულ ხაჭაპურს მანდილოსნები ორი კურდღლის დასაჭერად იძახებენ. პირველი მიზეზი , თავის მხრივ, აჭარული ხაჭაპურია, ხოლო მეორე მიზეზი კი სიმპატიური მიმტანი მამაკაცები, რომლებსაც აჭარული დანიშნულების ადგილამდე მიაქვთ. შესაბამისად, ორგაზმის განცდა უფრო ძლიერდება და საბოლოოდ არნახულ სიამოვნას ვიღებთ.
-რაღაც მომშივდა, კარტოფილი ხომ არ შევწვათ?
-არა რა კარტოფილი, მოდი აჭარული გამოვიძახოთ