ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

მიმიშვით, მე ჩავრთავ მაგარს

სიტუაცია ოჯახში, სამეგობროში, სანათესაოში და ა.შ. როდესაც ერთი პიროვნება თვლის რომ მეორეზე კარგ სიმღერას ჩართავს. ხან მართლა კარგს რთავს, ხან ვერა.

-მიმიშვი მე უფრო კარგს ჩავრთავ.
-კარგი, მიდი გენდობი.

0

ევრო რემონტი

მაკიაჟი, რომელიც გადაჭარბებულია ბევრი ტონალურითა და სხვა სახის კოსმეტიკით

რა ევრო რემონტი გაქვს სახეზე გაკეთებული ))

0

დიდია

მშობლის მიერ ნათქვამი სიტყვა, როდესაც რამე დიდი გაქვს და გეუბნება, რომ შემდეგ წელსაც გამოგადგება

-დედა დიდი მაქვს ეს მაისური.
-არაუშავს, შემდეგ წელსაც გამოგადეგება.

0

ხელფასი

ლათინური სიტყვაა და ქართულად ვალის დაბრუნებას ნიშნავს

-ხელფასამდე დამაცადე და მერე დაგიბრუნებ.
-კარგი.

0

გავდივარ

როდესაც ვითომ გასული ხარ და სისინამდვილეში ისევ საიტზე ბრძანდები

-კაი აბა, ახლა უნდა გავიდე, რომ მოვიცლი მოგწერ.
-კარგი, დროებით.