Oto Kalandadze (11 ქულა)
სამარშრუტო ტაქსების მძღოლთათვის დამახასიათებელი ფრაზა. გამოიყენება მაშინ, როცა მგზავრი ,,მოულოდნელად" და აგრესიულად ითხოვს გაჩერებას.
-აქ სადმე შემიჩეთ... გამიჩერეთ...
(გაუჩერე)... გამიჩერეთ... (გაუჩერეთ) გამიჩერეთ!!!
-მერე ვერ იტყვით, კაცო?
იყენებენ უფროსები მათზე 20-50 წლით უმცროს თანამოსაუბრესთან კამათისას როდესაც უმცროსმა მაგრად შეუსრულა და უფროსს არგუმენტები აღარ აქვს.
მისი პროვინციული ალტერაციაა - ნუ ტლიკინობ ბევრს.
- მთელი დღე ტელეფონში ნუ ხარ ბალღო
- შენ მთელი დღე თურქულ სერიალებს რატო უყურებ?
- ნუ ტლიკინობ ბევრს
გარეთ ჩასაცმელად უვარგისი მაგრამ გადასაგდებად დასანანი ტანსაცმლის ექსპლუატაციის აპრობირებული მეთოდი. დამატებით მოტივაციას წარმოადგენს გაფერადების შემდეგ ფოტოს გადაღება ისეთი სახით თითქოს მაგრად ერთობი.
- გოგო ქოლორფესტზე არ წავიდეთ?
- ჰო წამო იმ თეთრ ზედას ჩავიცვამ მაინც აღარ ვარგა
ძირითადად გამოიყენება კევსმოწყურებული თანატოლების მიერ, როცა საღეჭი რეზინი გთხოვა, შენ მიეცი და უნდა, რომ მეორეც მისცე რადგან რეკლამაში ორ ცალს ღეჭავენ ხოლმე. ხშირად მოყვება პასუხი. . . (იხილეთ მაგალითში)
-აუ კევი მომე რა
-აჰა
-რეკლამაში ორია
-რეკლამაში კაი ნაშაცაა