ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

სუდია პი#არასტ!

აღნიშნული ფრაზა მიმართულია კონკრეტული პიროვნების (მსაჯის) მიმართ. რომელმაც თამაშის მსვლელობისას მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და დაზარელებული გუნდის ქომაგთა უკმაყოფილება გამოიწვია.

რა თამაშგარე აწიე სუდია პი#არასტ!

3 წუთზე მეტს რატო არ ამატებ სახლში გეჩქარება? სუდია პი#არასტ!

0

მიმიშვი მე ჩავრთავ მაგარს.

აღნიშნულ ფრაზას იყენებს ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს კონკრეტულ მომენტში გაჟღერებული კონკრეტული სიმღერა და სურს გამოამჟღავნოს საკუთარი მუსიკალური გემოვნება.
თუმცა. ხშირ შემთხვევაში მისი ყველა მცდელობა კრახით სრულდება.

აუ ეს რა სიმღერაა მიმიშვით მე ჩავრთავ მაგარს.

დიჯეი ჩამო აბა დაბლა, მიმიშვი მე ჩავრთავ მაგარს.

0

იქ უნდა ყოფილიყავი

აღნიშნული ფრაზა გამოიყენება უხერხული სიტუაციიდან თავის დასახსნელად. მაგალითად, როცა მეგობრებს სასაცილო ისტორიას უყვები, მათ კი შენს ნათქვამზე არც კი ეღიმებათ.

კაცი შედის სახინკლეში, 99 ხინკალი მომეცითო, 99 რა არი ბარემ 100 აიღეო, 100 რა, ღორი კიარ ვარო...
კაროჩე იქ უნდა ყოფილიყავი რა...

0

კორკოტ გვიშველე.

უნივერსალური ფრაზა, რომელიც საქმის მძიმე ვითარებას უსვამს ხაზს. აღნიშნულ გამონათქვამი გამოიყენება რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი ინდივიდთა ჯგუფის მიერ.

ფუ ამის საგანი შემეტენა. კორკოტ გვიშველე

ეს რა ამინდია რა არი რა კორკოტ გვიშველე