0

თრახი

ჯგუფური ხელჩართული ჩხუბი უბნებს, კლასებს, სოფლებს ან რაიმე სხვა სოციუმებს შორის. გარდა წიხლებისა და მუშტებისა, შესაძლებელია ბლაგვი საგნებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც.

- აუ, გიჩოს დაუძახე. საძმოს გლდანელებთან თრახი გვაქვს.

0

ბაბუ

შორისდებული. გამოიყენება ბაბულიკების მიერ ერთმანეთში საუბრისას. გამოიყენება როგორც დადებით, ისევე უარყოფით კონტექსტში.

1. - აუ, ეს იმენა მაგარი მანქანაა ბაბუ.
2. - ვინ არის ეს ბიჭო? ამას ბაბუ, კბილებს ჩავუმტვრევ