0

გაჩითვა

აღნიშნული სიტყვა (ზმნა) შუა 90 იანებში ჩაინერგა ქართულ სიტყვათა მარაგში და ნიშნავდა იმას რომ პიროვნებას უნდა მოენახა (გაეჩითა) ის რაც იმ დროს და ადგილას პრაქტიკულად არ მოიძებნებოდა.

-ბიჭო ნიკამ ნაღდი ჯინსები გაჩითა
-წამო ზურასთან ავიდეთ რემბოს კასეტა აქვს გაჩითული.

0

არც გაატრაკო!

ძირითადად გამოიყენება იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც შენთვის ისედაც ცნობილი, რამ გითხრა ანდა მისმა ნათქვამა გაგაკვირვა.

-ბიჭო წვიმა დაიწყო
-არც გაატრაკო.
-ეს რა ყლე მაგალითი იყო?
-არც გაატრაკო :დ

0

ბიძო

გამოიყენება 2011-12 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კნინობით ფორმაში მოსახსენიებლად.

- ჩემმა ბიძომ არჩევნები მოიგო და ახლა ეშველება ქვეყანას .

0

ელაპარაკე %ლესაო თავი ურტყი ხესაო.

ფრაზა ძირითადად გამოიყენება მაშინ როცა შეუგნებელ ადამიანს ვერაფერს აგებინებ. ( ფრაზა პირიქითაც იკითხება)

-აი ჩემს დროს მოსკოვში 37ეტ მანე....
-ელაპარაკე ყლ.....

0

მარხვა

მარხვა ქართული სიტყვაა და მოსახლეობის უმრავლესობაში მოიაზრება, როგორც დროებით შიმშილობას, რათა სული განიწმინდოს ხორციელი სურვილებისგან და მის დასასრულს ხოშიანად ჩასკდომას.

ამას რა მაგალითი უნდა ვითომ თვითონ არ იცი.

0

ხოშიანი

ვერ ვიტყვი ქართული სიტყვაა თუ არა მაგრამ ჩვენთან იხმარება რაიმე მოვლენის ან ნივთის დადებითი თვისობის გასაძლიერებლად.

-რა ხოშიანად მოვუგე რა
-რა ხოშიანი თევზია

0

ჩაშკალუშკა დაქალები

ფრაზა გამოიყენება გოგოს/ქალის მიმართებაში რათა ხაზი გავუსვათ მისი დაქალების ტიპაჟზე(ნეგატიურად).

-ისევ შენს ჩაშკალუშკა დაქალებში მიდიხარ?

0

სულ ეგა ხარ?

ეს ფრაზა მამაკაცს ხშირად მოუსმენია ჩხუბისას მოწინააღმდეგის მხრიდან, მისი მორალის დასაკნინებლად და საკუთარის ასამაღლებლად, რაც ხშირად მთქმელის ცხვირის გატეხვით მთავრდება. უფრო უარესი შემთხვევაა როცა ქალი მამაკაცს საწოლში ეუბნება იგივეს.

უკვე განვმარტე და აღარ განვმეორდები :დ

0

ბაშკა/მოზგი

სიტყვა გამოიყენება ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების გამოსახატავად.

-ამოვხსენი უკვე
-რა ბაშკა/მოზგიხაე ხარ რა!.

0

მოტვინე

სიტყვა იხმარება ადამიანის მიმართ რომელიც რამეს ვერ ხვდება ან არასწორად აკეთებს.

-ხუთის კვადრატი რამდენია შეჩემა?
-ცოტა შენითაც მოტვინე რა.
(ახლა ამ მაგალითის მომყვანმა მეტი ვერმოტბინაა???)