0

ასიანი

რეალურად განუსაზღვრელი ალბათობის მქონე ალბათობა, რომელიც სუბიექტურად მთქმელს უეჭველად/100%-იანად მიაჩნია. ხშირად აქვს სინთეზი ისეთ სინონიმებთან, როგორიცაა "ბო*იშვილი ვიყო"

- დღეს ბარსელონა მოიგებს, ასიანი

1

გაფართხალება

რაღაცის გაკეთება წინასწარ განსაზღვრული 0%-იანი შანსით, რომელიც უიმედოა, თუმცა სუბიექტი იხტიბარს არ იტეხს და მაინც მოქმედებს

- ეს თამაში კი არა გაფართხალება იყო, 1-7 წააგეს

0

კიდევ დიდხანს დააგვიანდება?

სიტყვათა კომბინაცია, რომელიც რესტორანში მშიერ და ლოდინით გაწბილებულ ადამიანს ზრდილობიანად აქცევს, ნებისმიერ ოფიციანტს კი კრუნჩხვებში ჩააგდებს. თუმცა, იქნება ეს 1 საათი თუ 10 წუთი, ხინკალი ყოველთვის "უკვე ჩაყრილია"

- უკაცრავად, ხინკალს კიდევ დიდხანს დააგვიანდება?
- აი, უკვე ჩაყრილია და მალე იქნება