გაედო ბაირამ დუდუკში!
karma is a bitch! -ის ქართული თარგმანი
-გაედო ბაირამ დუდუკში
karma is a bitch! -ის ქართული თარგმანი
-გაედო ბაირამ დუდუკში
ამბავი, რომლის მოტივებზე brazzers.com შედევრს დადებდა. წლების დასახელება აუცილებლად რუსულად გამოითქმის, ხოლო მთხრობელი ძირითად შემთხვევაში 50 წელს გადაცილებული ულვაშიანი ბიძაკაცია, მოშვებული მუცლით, სტალინის ფანატი და დომინოს "ღმერთკაცი".
- რა ქვეყანა დაგვინგრიეს ბიჭოო...
ანტიდეპრესანტი, რომელიც გაგრძნობინებს, რომ სამყაროში შენზე უსარგებლო რაღაცეებიც არსებობს. ხშირად უკბილო, გაცვეთილ ხუმრობადაც გამოიყენება, როდესაც "მიყრდნობილ" მეგობარს შენიშვნას აძლევ წესების დარღვევისთვის და წასაკითხად მეტროს კარებისკენ მიუთითებ (ძირითადად იმ შემთხვევაში როდესაც გადატენილ ვაგონში მიყრდნობას დაგასწრებს).
- ნუ ეყუდები შეჩემა ნახე რა წერია.
- ჰეჰ...🙂 (ნაძალადევად)
კუპიურა, რომელსაც ვერცერთი მანამდე და დღეს არსებული ვალუტა ვერ დაუდგება სიმყარეში. ეს ფრაზა თვისობრივად უსაზღვრო სევდასა და ნოსტალგიას ატარებს. შესადარებლად შეიძლება გამოდგეს ნატვრისთვალი, ფილოსოფიური ქვა, ოქროს თევზი, ჯინი და სხვა ყოვლისშემძლე მითიური საგნები თუ არსებები.
ნაღვლიანი ბიძაკაცი:
- მაშინ იყო ცხოვრება თუ იყო...