ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

დაყლეპროჭაობს

ეს სიტყვა ასახავს მამაკაცის სასქესო ორგანოსა და ანალური ხვრელის ერთობას. გამოიყენება, როდესაც ადამიანი უსაქმოდ, ან უმიზნოდ დადის.

-გიო რას შვება, მუშაობს?
-არა, რას მუშაობს, დაყლეპროჭაობს და არი რა.

0

ჩობანი

შეურაწმყოფელი სიტყვა, რომლის ეტიოლოგიაც უცნობია. ამ სიტყვას იყენებს ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ თანამემუსაიფესთან ბაასში თავისი უპირატესობა აჩვენოს, რადგან წესიერად ამ სიტყვის მნიშვნელობა არავინ იცის, ხოლო როდესაც ეს სიტყვა პირველად გესმის, მისი წარმომთქმელი ძალიან გამოცდილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ სიტყვის გაჟღერების შემდეგ, ოთახს ძირითადად წამიერი სიჩუმე მოიცავს ხოლმე, რათა ხალხმა "ჩობანით" აღფრთოვანება გამოხატოს.

-აკო ხო იცი, ეგ მაგარი ბლატნოია.
-არა რა ბლატნოი შეჩემა იმენა ჩობანია.

0

ჩატრაწული

ადამიანი, რომელიც ძალიან შეშინებულია, კერძოდ კი შიშისგან ფეკალიების შეუკავებლობის მსხვერპლი. ჩაჯმულის აღმატებითი ფორმა, რადგან როდესაც სამი თანხმოვანი, "ტ" "რ" და "წ" ერთად ისმის, ამ მდგომარეობის უფრო მკაფიო აღქმა ხდება. ძირითადად ამ სიტყვას ხმარობენ, როდესაც ვიღაც დაჩაგრეს. ამ სიტყვის გამოყენებას, როგორც წესი მეგობრების აღფრთოვანება და დამცინავი შეძახილები უნდა მოყვეს.

გუშინ ვაკაჩავეთ ბიჭებმა და იდგა ეგ ყვერი ჩატრაწული.