0

ჩუსტი

მოკლე დისტანციაზე მოქმედი სასროლი იარაღი. საშუალო ხნის ქალბატონის ხელში ის საშიშ იარაღად იქცევა რომელსაც ლამის ლეტალური ზიანის მიყენება შეუძლია.

-დეიდაჩემი რო გავაბრაზე ჩუსტი კარებში დამაწია

0

შ*გ ხო არა გაქვს?!

ძირითადათ გამოიყენება ძმაკაცებს შორის, გაკვირვების გამოსახატად აღმატებით ფორმაში. განსაკუთრებით ძლიერ დესტრუქციული მოვლენების დროს, როგორიცაა "ძმაკაცმა გოგოს აიფონი აჩუქა"

უხელფასო ძმაკაცისადმი:
- კაცურად 100 ლარს ვერ მასესხებ?
- შიგ ხო არაგაქვს?!

0

სახლში როგორახართ??

ეს ტერმინი ძირითადათ იმ ბიძია/დეიდებისგან ისმის რომლებიც უცაბედად წაგაწყდებიან გზაში და შენზე მხოლოდ ის იციან ვის ოჯახში დაიბადე. კითხვით კი უხერხულობის გაფანტვას ცდილობენ.

- ნანა რა კარგი გოგო ხარ შვილო, სახლში როგორახართ?

0

ძაღლია ადამიანი!

გამოთქმა პანაშვიდებზე სიგარეტის მოწევის დროს გაისმის ხოლმე, როდესაც მიცვალებულის ახლობელი ეგზისტენციალიზმზე ჩაფიქრდება და ადამიანური ცხოვრების სიმოკლისა და ამაოების გამოსახატად სიტყვა "ძაღლს" იყენებს.

-არა და ზაფხულში რუსეთში აპირებდა წასვლას...
- ეჰჰ, ძაღლია ადამიანი!