0

პაიკი

პაიკი არის ბიჭი, რომელიც შენზე გაცილებით პატარაა, ან უბრალოდ “ვიდუხაზე” არ ეტყობა დიდობა.
პ.ს. უმეტეს შემთხვევაში პაიკი შენს დაკერვას ცდილობს.

-კაი გოგო რა მოგწონს, შეხედე რა პაიკია!

0

ჩაინიკი

ჩაინიკი არის ადამიანი, რომელმაც სრიალი არ იცის კარგად. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ვინმე გებლატავება, მთაზე ახვალთ და ის ჩაინიკი აღმოჩნდება.

- შეხედე რა ჩაინიკია
- არც ჩაინიკი ვარ და არც ლინდსი ვონი.
-ნახე ბიჭო რა ჩაინიკია, შპაგატში ჩაჯდა.

0

ცე ვიტამინმა გახსნაა

ზოგადად ეს ფრაზა გამოიყენება კლუბში ან ინსტაგრამის სთორიში. უმეტეს შემთხვევებში იყენებენ, რომ გამოხატონ, ისეთი არაფერი აქვთ, (იშოვება) რომ გაუხსნათ, მაგრამ მაინც კარგად არიან.

კლუბში, ტრეკის შეყვანის მომენტში:
-ცევიტამინმა გახსნაააა

0

ძმასვე

ძმას ვენაცვალე (ვეჭიდავე), შემოკლებული ფორმით. გამოიყენება ქართულ ბაბულიკ საზოგადოებაში.

-ძმასვე, რაშვები?