0

ყლინჯიოფალა

სამყაროში არსებული ნებისმიერი წარმოშობის ცოცხალი ან არაცოცხალი არსება, რომლის ფორმა და შესახედაობა ერთობ უცხო და ნაკლებად გავრცელებულია. მისი დანახვისას, როგორც პირველი, ასევე შემდგომი ეფექტიც ცხადჰყოფს ამ არსების ამაზრზენ, არაესთეტიურ საწყისს. პირველი ყლინჯიოფალა, ქართველი მემატიანეთა ჩანაწერების მიხედვით ყოფილა აიეტის გველეშაპი, რომელიც ოქროს საწმისს იცავდა. სწორედ ეს მოვლენა აყენებს ეჭვქვეშ ზემოთ ხაზგასმულ დეფინიციას, რომ ყლინჯიოფალა მხოლოდ უარყოფით დატვირთვა ატარებს. ვინაიდან, გველეშაპი იცავდა ეროვნულ საგანურს იმ დედა მოტყნული იასონისგან.

ეს გველეშაპია თუ ყლინჯიოფალა?

0

პენტიუმ ხუთის მონაცემებზე

საქართველოში ერთ ხანს დამკვიდრებული გამოთქმა, რომლის წარმომავლობაც არავინ იცოდა, მაგრამ ერთადერთი მონაცემი იყო, რომელსაც საკუთარი კომპიუტერის აღწერისას პირი იყენებდა. მართალია, არასდროს არავის უნახავს არამხოლოდ პენტიუმ ოთხი, რომელიც პენტიუმ ხუთის ბაზაზე იქნებოდა აწყობილი, უფრო მეტიც, პენტიუმ ხუთის ბაზაც არავის უნახავს, თუმცა საკმაოდ პრესტიჟული იყო ასეთი დასახელების არარსებული პროდუქტი.

- სერგო როგორ ხარ, ააწყე კომპიუტერი?
- კი, გაძლიერებული პრცესორია. პენტიუმ ოთხია, პენტიუმ ხუთის მონაცემებით.

0

ჩემიდედაშევეცი

ლექსიკური ესკიზი, გასიტყვებული წინადადება. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის ე.წ. "დაგინება" მისი დანიშნულება და მნიშვნელობა ცალსახად განსხვავდება წინადადებისგან - ჩემი დედას შევეცი. აღნიშნული გახლავთ შორისდებული, რომელიც წესით უნდა გამოხატავდეს ადამიანის ემოციას თუმცა, მისი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ დაიცვას ადამიანი ნებისმიერი ემოციის გამოხატვისგან მაშინ, როდესაც თვითონაც არ იცის რას ეკითხებიან, რას მოითოვენ მისგან. შესაბამისად, ამ სიტყვით თავს იძვრენს და მისი ემოცია უემოციურობაში ჰპოვებს თავს. ამ სიტყვის რუსული ანალოგია - ბლია.

- პეტრე, რას ფიქრობ ევროპაში შექმნილ ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე, ადამიანების ჩრდილოეთ ამერიკაში მიგრაციის შესახებ?
- აბაა, ჩემიდედაშევეცი.