0

ტრაკის თამაში

ტრაკის თამაში უძველესი დროიდან მოყოლებული, დღემდე ერთ-ერთ სასურველ საქმიანობად ითვლება. უცნობია ვინ გამოიგონა ტრაკის თამაში, თუმცა დადასტურებულია, რომ ის არ შედის ოლიმპიურ სპორტის სახეობებს შორის. ტრაკის მოთამაშე პიროვნებები კარგად ეგუებიან გარემო პირობებს, თუმცა ახასიათებთ ცვალებადობა, რაც განპირობებულია მერკანტილიზმის მაღალი მაჩვენელითა და თვითგადარჩენის კარგად განვითარებული უნარით.

"ტრაკს ნუ ათამაშებ ბიჭო!"

0

დაიწვა

სულხან-საბა ორმეტრიანის განმარტებით, "დაიწვა" ანუ ვერ დაფარულ იყო. პიროვნება ან პიროვნენები, რომლებიც ცდილობენ შეუმჩნევლად იმოქმედონ კანონსაწინააღმდეგოდ, მაგრამ სხვა პიროვნების ან პიროვნებების მახვილმა თვალმა შეამჩნია მათი საეჭვო გადაადგილება.

"ჩქარა დაგაზე შეჩემა, მგონი დავიწვით!"

0

ძერსკობა

სულხან-საბა ორმეტრიანის განმარტებით, "ძერსკობა" ანუ ამაყთ წარბ მაღლობა. გამოიყენება იმ პიროვნებასთან ან პიროვნებებთან მიმართებაში, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთო ტრენდულ მოთხოვნებს. დამახასიათებელი ნიშნებია ჩაცმის სტილი, მოძრაობის მანერა, და საუბრის დროს სიტყვის ფუძეზე მახვილის დასმა.

" აუ ძააან ძერსკი როჟაა"