ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

ჩვეულებრივი

ჩვეულებრივად ჩვეულებრივი ჰიტი გახდა ეს ტერმინი ქართულ, ჩვეულებრივად უმდიდრეს ზედსართავთა ლექსიკონში. ძირითადად ერთი კონკრეტული სეგმენტისგან გავიგებთ ამ სიტყვას, ოღონდ ისეთ კონტექსტში, სადაც ეს სიტყვა თავის პირვანდელ მნიშვნელობასთან ჩვეულებრივად არაფერ შუაშია.

ანუ ჩვეულებრივად აღარაფერში აღარ წერია ამ გოგოს სიგოიმე.

ტიპი ჩვეულებრივი იდიოტი აღმოჩნდა, გჯერა?

გთხოვ რო ჩვეულებრივი კრასავიცა ხარ ამ ფოტოში.

0

აწი

გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საკმარისი დროა გასული იმისთვის, რომ რაღაც მოხდეს ან არ მოხდეს და საბოლოდ საპირისპირო რამ ხდება.

-ძაან მენატრება თბილისი!
-აწი ჩამოხვალ ორ კვირაში

-ბიჭო ძაან შემიყვარდა და ვერ ვეუბნები და რა ვქნა?
-აწი უთხარი ტო