0

ტოიოტა პრიუსი

თანამედროვე ოპელ ვექტრა,ტაქსისტების ხსნა.როგორც წესი,მფლობელები ცდილობენ მისი ვიზუალური მხარე ეკონომიურობით გადაფარონ.

-პრიუსი ავაგდე
-კაი შეჩემა რას გავს
-ზატო ეკონომიურია ძმაოო

0

პენტიუმ ოთხი ხუთის ბაზაზე

ნებისმიერი ბავშვის პასუხი კითხვაზე თუ რომელ კომპიუტერს ფლობდა(იმ წლებში როცა პენტიუმი პენტიუმობდა)

-რომელი კომპიუტერი გაქ?
-პენტიუმ 4 მარა 5ის ბაზაზეა

0

მაღარიჩი

პირის მიერ მის თავს გადახდენილი სასიხარულო სიახლის ან მოვლენის აღნიშვნა ძმაკაცებში,რომლებსაც *ლეზე კიდიათ ეს ფაქტი თუმცა დალევის მიზეზი მიეცათ.

-თამააზ გავიგე სახლი გიყიდია,ჰაა მაღარიჩი არ უნდა იკისრო?

0

რა იყო ხაშია?

დილით ადრე დაგეგმილ შეხვედრაზე წამოსროლილი რეპლიკა,რაც ერთგვარ პროტესტს წარმოადგენს.

-ხვალ 9-ზე გავიდეთ
-რა იყო შეჩემა ხაშია?

0

ჟეშტია რა

ავარიის შედეგად მიწასთან გასწორებული მანქანის მესაკუთრის დამშვიდების გავრცელებული მეთოდი

-კაი შეჩემა მთავარია გადარჩი და მანქანის დედაც მოვ**ან ჟეშტია რაა

0

"პახმელია"

იგივე ნაბახუსევი,წინა ღამეს სასმელისადმი დიდი სიყვარულის და ერთგულების გამოხატვის შედეგი,მდგომარეობა როცა მეორედ დალევის სურვილს კარგავ,თუმცა გაუსაძლისი ტკივილის და გაბრუების მოხსნას კვლავ წინა ღამის მდგომარეობამდე მიყვანით ცდილობ.

გასკდა თავი,ოხ ამ დალევას *^&@!?:-&

0

შავი X5 გაზზე

ძმაკაცებთან და გოგოებთან სამარიაჟო ელემენტი,რომელიც როგორც წესი სესხით ან მამის მიერაა ნაყიდი და მის ავზში 5 ლარის საწვავზე მეტი არასოდეს ყოფილა.ძირითადად შეხვდებით ბირჟაზე,ლუქახდილს და კარებებ გაღებულს,ხმამაღლა აწეული მუსიკებით.

-გიო ძმობას გაფიცებ ნინი უნდა ვნახო მანქანა მათხოვე
-ჩაასხი და წაიყვანე..ნელა იარე რა გასაკეთებელია ისედაც

0

ჩანგე ლაგუნგე

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციის ფუნქცია,რაც გულისხმობს ენის შეცვლას.

ვხსნით სკუპეს,შემდეგ ჩანგე ლაგუნგე

0

პიანინო

ინსტრუმენტი რომელიც ყველა "ზალას" ამშვენებდა მიუხედავად იმისა იცოდა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრმა დაკვრა

..

0

რა ქარმა გადმოგაგდო?!

ერთგვარი სარკასტული მიმართვა პირისადმი რომელიც საკმაოდ დიდი ხანია არ გამოჩენილა

-ვააახ ეს ვის ხედავს ჩემი თვალები,აქ რა ქარმა გადმოგაგდო შე ოხერო?