0

მამაშენი მეშუშეა?

ფრაზა გამოიყენება ტელევიზორის წინ დამდგარი პიროვნების მიმართ, რომელმაც ხედვის არეალის გათავისუფლება გონივრულ ვადაში ვერ მოისაზრა

გამოიწიე ბიჭო, მამაშენი მეშუშეა?

0

იქ უნდა ყოფილიყავი

ფრაზა, რომელიც გადასარჩენად მოყვება "ძაან ღადაობა ამბავს," რომელმაც მაღალი ალბათობით აუდიტორიაში კრახი უნდა განიცადოს.

-ხოდა ბიჭო იმან რა გაუძრო იცი? მე პამიდორი მეგონაო.
- :|
-აი იქ უნდა ყოფილიყავი რაა, მე ვერ ვყვები კარგად.

0

ლიფტში ცხოვრობ?

ფრაზა გამოიყენება პიროვნების მიმართ, რომელმაც ოთახში შემოსვლისას კარი ღია დატოვა და დაარღვია მიკროკლიმატი.

-მიკეტე კარი შეჩემა, ლიფტში ცხოვრობ?

0

ამირსპასალარი

მოსაუბრისთვის გადაგდებული ანკესი, რომელზეც წარმატებით წამოგების შემთხვევაში შეგიძლიათ უხამსი ხუმრობის მსხვერპლი გახადოთ.

-ამირსპასალარია?
-რა?
-ხუი ნაა, ტრაკში ქვაა და ა.შ.